თიბისი კაპიტალის დახმარებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, 157 500 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
პოლიტიკა - 11:00, 19 Jul, 2021     788

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 18 თვეა. ემისია სრულად თიბისი ბანკმა შეიძინა.

ეს თიბისი ბანკისთვის 100 მილიონ აშშ დოლარიანი არაუზრუნველყოფილი დაფინანსების მეორე ტრანშს წარმოადგენდა და ხელმისაწვდომი იყო როგორც აშშ დოლარში, ასევე ლარში. აღნიშნული პროექტი EBRD-ის მხარდაჭერის ნაწილია, საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. მიღებული თანხა მოხმარდება მსესხებლების, ძირითადად კი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას, მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად. პროექტი თიბისის ხელს შეუწყობს გააგრძელოს როგორც რეგიონული, ასევე ურბანული ბიზნესების დაფინანსება.

აღნიშნული ტრანზაქციით EBRD აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას და ასევე, ხელს უწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს გრძელვადიან პარტნიორთან - EBRD-თან, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. პანდემიის პირობებში, მულტივალუტაში დაფინანსების გაცემა, დაფინანსების უზრუნველყოფის გარეშე, ჩვენ შორის არსებული ნდობის დასტურია. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაში ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე და ჩვენს კლიენტებს გაცვლითი კურსის რისკებით გამოწვეული პირდაპირი ზემოქმედებისგან იცავს. მინდა მადლობა ვუთხრა თიბისი კაპიტალის გუნდს ობლიგაციების წარმატებით გამოსაშვებად გაწეული სამუშაოსთვის", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„EBRD კვლავაც რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მხარდამჭერად COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში და აღნიშნული დაფინანსებაც იმ ინიციატივებიდან ერთ-ერთია, რომლებითაც ქვეყანას რთული ვითარების დაძლევაში ვეხმარებით. თიბისი ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და ის EBRD-ის სახსრებით წარმატებით უჭერს მხარს იმ კომპანიებს, რომლებიც სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, უპრეცედენტო ვითარებაში იმყოფებიან. ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების ადგილობრივ ვალუტაში აღმოჩენა, ადგილობრივი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი.

EBRD-ის საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია, ფინანსური, კორპორატიული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკის სექტორების 263 პროექტში, 4.2 მილიარდ ევროზე მეტია. აღნიშნული ინვესტიციის 87% კერძო სექტორზე მოდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42