მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილს კონგრესმენები არ შეხვდნენ, სიცრუეს უწოდებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა და ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციას წარმოადგენს:
„გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, - განაცხადეს მთავრობის პრესამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები