"თან ჩვენთან ბოიკოტის რეჟიმში არიან თურმე და დანახვა არ უნდათ, მაგრამ თან როგორ ნერვიულობენ, რომ აუცილებლად გავაშუქოთ ნარკორეალიზატორის დაკავება. ლექსოს ისტორია ხომ როგორ ოპერატიულად, რამდენიმე საათში გამოიძიეს და ნარკორეალიზატორის დაკავებას ნეტა ამდენი დღე რაში დაჭირდა?
სინამდვილეში, გუშინდელი სპეცოპერაცია ფონიჭალაში მხოლოდ მას შემდეგ დაგეგმეს, რაც იქ ჩვენი ჟურნალისტები ჩავიდნენ - პირველი "მთავარის" ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი იყო. მან პარასკევს, 16 ივლისს ზუსტად იმ ადგილას ნარკოტიკული საშუალება შეიძინა იმის საჩვენებლად, რომ ფონიჭალაში ეს ძალიან მარტივად ხდება. ამის შემდეგ ჩვენმა ჟურნალისტმა საპატრულო პოლიციას მიმართა. რამდენიმე საათის შემდეგ მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარა Post Factum-ის ჟურნმალისტმა ლაშა ნაკაიძემაც და თქვენ ნახეთ, რომ იმ ადგილას ისევ თავისუფლად იყიდებოდა ნარკოტიკები.
გუშინ, ქეთა ციცქიშვილის სიუჟეტის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა და ნარკორეალიზატორები დააკავეს. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაკავებულია კონკრეტულად ის ნარკორეალიზატორი, ვინც, თითქოს, ნარკოტიკული საშუალება ლექსო ლაშქარავას მიჰყიდა, მხოლოდ დღეს გაავრცელეს. ოღონდ ხო ყველამ ვიცით, რომ ეს მხოლოდ ერთი ნარკორეალიზატორია უამრავს შორის, ვინც ფონიჭალაში ნარკოტიკით ვაჭრობს. დანარჩენები რატომ არ დააკავეს?
გასაგებია, რატომაც - იმიტომ, რომ ეს მხოლოდ საზოგადოებისთვის საჩვენებელი და თვალისასახვევი დაკავებაა. თორემ ხელისუფლებას ფონიჭალაში ნარკოტიკების რეალიზაციის აღკვეთა რომ სდომოდა, ამას დიდი დიდი ხნის წინ გააკეთებდა, - ამბობს გიორგი გაბუნია.
მასალის გამოყენების პირობები