FIFA-ს შესაძლო რევოლუციური ცვლილებები წესებში, რომლებიც ფეხბურთს ნამდვილად შეცვლის
სპორტი - 16:29, 18 Jul, 2021     1894

სპორტული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, FIFA საფეხბურთო წესებში რევოლუციური ცვლილებების შემოტანას აპირებს, რაც მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას სახეს ნამდვილად შეუცვლის. ესენია:

1. ორი 30 წუთიანი ტაიმი

პირველი ცვლილება ტაიმების დროის შემცირებას ეხება. თამაში ორი ოცდაათწუთიანი ტაიმისგან იქმნება შემდგარი. ამასთან, მატჩის ნებისმიერი შეწყვეტის დროს წამზომი გამოირთვება და თამაშის განახლებისთანავე ჩაირთვება, როგორც ეს მაგალითად კალათბურთშია.

2. ულიმიტო ცვლილებები

დღეს კორონაპანდემიიდან გამომდინარე, მატჩის განმავლობაში ერთი გუნდის მიერ ცვლილებათა განხორციელების ლიმიტი 3-დან 5-მდე გაიზარდა. მსოფლიო საფეხბურთო ასოციაცია ამ შეზღუდვის საერთოდ მოხსნას აპირებს.

3. ყვითელი ბარათით დასჯის ახალი წესი

ყვითელი ბარათით მოთამაშის დასჯა გუნდისთვის უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნება - დასჯილი ფეხბურთელი 5 წუთით დატოვებს მოედანს და გუნდი კაცნაკლული გააგრძელებს თამაშს. გარდაისახება თუ არა 2 ან მეტი ყვითელი ბარათი წითლად, ანუ გააძევებენ თუ არა ფეხბურთელს მინდვრიდან თამაშის დასრულებამდე, ჯერ უცნობია.

4. აუტის ფეხით მოწოდება

ახალი წესებით ფეხბურთელი აუტს ხელის ნაცვლად ფეხით მოაწვდის, რაც, FIFA-ს აზრით თამაშს უფრო მიმზიდველს გახდის.

5. გათამაშება საკუთარ თავთან

აუტის, კუთხურის ან ჯარიმის დროს, სურვილის მიხედვით, მოთამაშეს შეეძლება ბურთი საკუთარ თავს გაუგოროს და ის ეგანაგრძოს თამაში.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ წესებს ყატარში მიმდინარე 19 წლამდელთა ტურნირზე ტესტავენ. ტურნირის დასრულების შემდეგ, ფიფაში იმსჯელებენ და შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ღირს თუ არა ახალი წესების დანერგვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42