www.mrdi.gov.ge - რეგიონული განვითარების სამინისტროს ახალი ვებ-გვერდი აქვს
საზოგადოება - 15:49, 20 Dec, 2013     3727

ვებ-გვერდი სრულად ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დადგენილების თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში, პროაქტიულად აახლებს საჯარო ინფორმაციის იმ ბაზას, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა და ხელმისაწვდომია უწყების ვებ-გვერდზე.

ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის ცალკე დირექტორიაა შექმნილი, სადაც განთავსებულია სამინისტროს ბიუჯეტის, სახელმწიფო შესყიდვების, ქონების, საკადრო უზრუნველყოფის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

სამინისტრომ დანერგა საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის ახალი სტანდარტი. საჯარო ინფორმაციის გვერდიდან დაინტერესებულ პირს მარტივად და კომფორტულად შეუძლია ინფორმაციის გამოთხოვა. ამისათვის მოქალაქემ ან იურიდიულმა პირმა უნდა შეავსოს შესაბამისი ელექტრონული ბლანკი. ბლანკის შევსების შემდგომ წერილი ავტომატურად შედის სამინისტროს ელექტრონულ კანცელარიაში. წერილისთვის შესაბამისი ნომრის მინიჭების შემდეგ გამომთხოვ პირს თუ ორგანიზაციას ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება დარეგისტრირებული წერილის ნომრისა და თარიღის მითითებით.

ვებ-გვერდზე, ტრადიციულად, გამოქვეყნებულია ინფორმაცია მინისტრის, მისი მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მისი ხელმძღვანელი პირების შესახებ. აგრეთვე, წლის სამოქმედო გეგმა, პროექტები, ანგარიშები, ინფორმაცია ტენდერების შესახებ.

ვინაიდან სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის რეგიონულ განვითარებას, ვებ-გვერდზე ცალკეა განთავსებული თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, რეგიონული სტრატეგიები, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2012 და 2013 წლებში დაამტკიცა და ინფორმაცია რეგიონებიდან, სადაც მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს უახლეს სიახლეებს რეგიონებიდან.

ვებ-გვერდი კომფორტულია მედიისთვის, ვინაიდან აქ ინტენსიურად ქვეყნდება პრესრელიზები, განცხადებები და ანონსები. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს სიახლეების შესახებ ინფორმაცია სწრაფად და მარტივად შეუძლიათ მიიღონ.

ერთ-ერთი საინტერესო სიახლეა მინისტრის ბლოგი, რომელიც ინტეგრირებულია ვებ-გვერდზე. ბლოგზე განთავსებულია მინისტრის პირადი ჩანაწერები, რომელიც მინიმუმ თვეში ერთხელ განახლდება. აქვე არის მისი საოჯახო და სხვა არაოფიციალური ფოტო-ალბომები. აქვე გამოქვეყნდება მისი სხვადასხვა წელს გამოცემული ნაშრომები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წლის დასაწყისში თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად უწყების გამჭვირვალობა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება დაისახა მიზნად. 2013 წლის სექტემბერში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სამინისტრო ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე უწყებად დაასახელა და ჯილდო „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ გადასცა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ წლის შემაჯამებელი ანგარიშით და ახალი ვებ-გვერდით საზოგადოებას თავად შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად შეძლო უწყებამ ერთ-ერთი გაუმჭვირვალე სამინისტროდან ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე და საჯარო სტრუქტურად ჩამოყალიბებულიყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42