ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეკლესიის მიმართ ნდობის შესუსტებაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ თუკი ეკლესიას წმინდა ნდობა აღარ ექნება, ჩამოიშლება სახელმწიფოებრიობაც.
,,იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაინც სინანულის გზით დავძლევთ იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ვიმყოფებით და რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე გზას გადის, როგორც ქვეყანა, ასევე ეკლესია. შეუდარებლად დაპირისპირებულია საზოგადოება შიგნით პოლარიზებულია და სამწუხაროდ ეს პოლარიზება იჭრება ეკლესიაშიც. ეს საშიში იმდენად არის და ეკლესია იმდენად არის მოსაფრთხილებელი, რომ როგორც არაერთხელ მითქვამს, ეკლესია არის ჩვენი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, და თუ ჩვენ ერთეული ადამიანების შეცდომები, თუნდაც დანაშაულებრივი ქმედებების განზოგადება მოვახდინეთ ეკლესიაზე და ეკლესიის მიმართ წაიშალა ნდობა და ეს ინსტიტუცია წმინდა ნდობის თვალსაზრისით ჩამოგვეშალა, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ჩამოგვეშლება სახელმწიფოებრიობა და ამას მოფრთხილება სჭირდება“ – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
მასალის გამოყენების პირობები