შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა რუსეთის ეკლესიის პატრიარქთან კარგი დამოკიდებულების შესახებაც ისაუბრა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის მხრივ, რუსეთის პატრიარქთან შეხვედრა გაიხსენა და დასძინა, რომ მან რუსეთის პატრიარქს ჰკითხა: რა უნდა გაკეთდეს საქართველოს გამთლიანებისათვის, რაზეც რუსეთის პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მზა რეცეპტი არ აქვს.
"ევროპის ლიდერების მოწოდება რჩება უპასუხოდ რუსეთის მხრიდან. მე მახსენდება საბჭოთა კავშირის პერიოდი, სსრკ-ს ხელმძღვანელობა ძალიან ერიდებოდა ევროპის მხრიდან კრიტიკას. ახლა მათზე აღარ მოქმედებს ასეთი კრიტიკა. ისინი აკეთებენ თავის საქმეს და ყურადღებას არ აქცევენ ევროპის მხრიდან კრიტიკას. როცა მქონდა შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან მე ვუთხარი, - რა უნდა გაკეთდეს, რომ მოხდეს საქართველოს გამთლიანება? მან მიპასუხა, რომ მას არ აქვს მზა რეცეპტები. ალბათ, ძლიერი ნაბიჯებია გადასადგმელი" , - აღნიშნა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები






