საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის იან კელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლმსაჯულების სისტემას არ აკრიკიტებდა.
იან კელიმ კრიტიკის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა.
"ეს სიმართლე არ არის. ნახეთ ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში — იქ ყოველთვის იყო ნაციონალური მოძრაობის პერიოდის სასამართლო სისტემის კრიტიკა. მაგალითად, 2011 წელს: "ცრუ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები", "სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობა", "სასამართლო ხელისუფლება აგრძელებს მოქმედებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ".
ეს აშშ-ს მიერ სააკაშვილის სასამართლო სისტემის კრიტიკის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით რა საფრთხეს წარმოადგენს ლიდერი, რომელიც საკუთარ ფაქტებს იგონებს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს", — წერს იან კელი.
მასალის გამოყენების პირობები