2 თვის განმავლობაში, ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 28 პირი დავაკავეთ - შსს
კრიმინალი - 22:30, 17 Jul, 2021     1336

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში თბილისის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 28 პირი დააკავა - ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი.

მათივე ცნობით, ორი თვის განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვადასხვა რაიონში, 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ხოლო 8 პირი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

"ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული ი.ს., 1991 წელს დაბადებული ე.შ., 1987 წელს დაბადებული ა. ჯ., 1985 წელს დაბადებული ს.კ., 2002 წელს დაბადებული ფ.მ., 1999 წელს დაბადებული ა.კ., 1983 წელს დაბადებული პ.მ., 1999 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1991 წელს დაბადებული კ.გ., 1998 წელს დაბადებული ი.კ., 1998 წელს დაბადებული ე.მ., 1979 წელს დაბადებული გ.ს., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1995 წელს დაბადებული გ.მ., 1994 წელს დაბადებული გ.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.მ., 1983 წელს დაბადებული დ. ს., ინდოეთის მოქალაქე - 1997 წელს დაბადებული პ. მ., 1979 წელს დაბადებული რ.ჯ., 1976 წელს დაბადებული დ.კ., 1995 წელს დაბადებული ფ.ი., 1974 წელს დაბადებული ბ.რ. და 1996 წელს დაბადებული კ.ვ., 1987 წელს დაბადებული ფ.ა., 1980 წელს დაბადებული ე.პ., 1998 წელს დაბადებული შ.ა., 1967 წელს დაბადებული ჰ.ა. და 1983 წელს დაბადებული რ.ა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინისა“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის” 129 აბი და აბის 2 ნატეხი.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის - ბ.რ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩი და 5 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42