ეს უნდა იცოდეთ - ექვსი შეცდომა წნევის გაზომვისას
ეს საინტერესოა - 08:30, 18 Jul, 2021     2870
ექიმების თქმით, ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომებს წნევის გაზომვისას, რის გამოც არასწორ მაჩვენებელს იღებენ და შეიძლება სერიოზული ზიანიც მიაყენონ თავს.

პირველი შეცდომა — არასწორი დრო

ალბათ უცხო არ არის, რომ ადამიანი წნევას ხშირად ფსიქოემოციური ან ფიზიკური დაძაბულობის ფონზე იზომავს, რაც კატეგორიულად არასწორია.

კარდიოლოგების თქმით, წნევის გაზომვისას ადამიანი მშვიდ მდგომარეობაში უნდა იყოს. თუ რაიმე სიმძიმეს ასწევთ ან ინერვიულებთ და მაშინვე წნევის გაზომვას დაიწყებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა არ არის, მაჩვენებელი მაღალი იქნება. ამ დროს ხდება სისხლძარღვების სპაზმი, გულზე დატვირთვა ძლიერდება და, შესაბამისად, პულსიცა და წნევაც აწეულია. ამიტომ ასეთ შემთხვევებში წნევის გაზომვამდე ათი წუთი მაინც უნდა გავიდეს.

მეორე შეცდომა — არასწორი ჯდომა

წნევის გაზომვისას უნდა მიიღოთ სწორი პოზა: დაჯექით სკამზე ისე, რომ ზურგი სწორად გეჭიროთ, ფეხებით იატაკს უნდა ეხებოდეთ, ხოლო იდაყვში ნახევრად მოხრილი ხელი მაგიდაზე დადეთ. იშვიათ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჯდომა არ შეუძლია, დასაშვებია წნევის წამოწოლილ მდგომარეობაში გასინჯვა.

ექიმების რჩევით, არტერიული წნევის გაზომვისას ტერფები მთლიანად უნდა ეხებოდეს იატაკს, ფეხები არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული ან მოკეცილი. ხელი ისე უნდა გედოთ მაგიდაზე, რომ მკლავზე შემოხვეული მანჟეტი გულს უსწორდებოდეს. ამასთან, უნდა იყოთ მოდუნებული.

მესამე შეცდომა — არასწორად შემოჭერილი მანჟეტი

იმისათვის, რომ წნევის მაჩვენებელი სწორი იყოს, საჭიროა, რომ მანჟეტი მკლავზე სწორ ადგილზე შემოიჭიროთ. ეს ადგილია იდაყვიდან 1-2 სანტიმეტრით მაღლა, გულის გასწვრივ — და არა იქ, სადაც მოგიხერხდებათ.

მეოთხე შეცდომა — გაზომვა ტანსაცმლის ზემოდან

ტანსაცმელი ხელს უშლის წნევის სწორი მაჩვენებლის მიღებას. იდეალურია, თუ მანჟეტს შიშველ მკლავზე გაიკეთებთ — ისე, რომ აკაპიწებული სახელო მხარზე არ გაჭერდეთ.

მეხუთე შეცდომა — ყავა და სიგარეტი

იმისათვის, რომ სწორი მაჩვენებელი მიიღოთ, წნევის გაზომვამდე ნახევარი საათის განმავლობაში არც ყავა ან ჩაი არ უნდა გქონდეთ დალეული და არც სიგარეტი მოწეული. ეს ყველაფერი არტერიულ წნევას მაღლა სწევს.

მეექვსე შეცდომა — ერთხელ გაზომვა

კარდიოლოგების თქმით, წნევა აუცილებლად ხელმეორედ უნდა გაიზომოთ პირველი გაზომვიდან ორი წუთის შემდეგ, რათა ზუსტი მაჩვენებელი დაადასტუროთ.

---------

ამასთან, ექიმები გვაფრთხილებენ: თუ მანამდე დადგენილი გაქვთ, რომ მარჯვენა და მარცხენა ხელებზე სხვადასხვა წნევა გეზომებათ და ეს განსხვავება სინდიყის სვეტის ათ მილიმეტრზე მეტია, მაშინ შემდეგი გაზომვისას ის ხელი უნდა გამოიყენოთ, რომელზეც მაქსიმალური წნევა დაგიფიქსირდათ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42