მოვუწოდებთ პრემიერმინისტრს შეწყვიტოს მედიის დისკრედიტაცია - კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”
პოლიტიკა - 19:04, 17 Jul, 2021     921

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” პარტნიორი ორგანიზაციები ეხმაურებიან პრემიერის ბოიკოტს მედიასთან და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერ მინისტრს მაღალი საჯარო პასუხისმგებლობის ფარგლებში შეწყვიტოს მედიის დისკრედიტაცია.

ასევე მოუწოდებენ შსს-ს დაიწყონ გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების თაობაზე.

"კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” პარტნიორი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ პრემიერ მინისტრის მიერ „მთავარმა არხის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ დისკრედიტაციის გამო და ასევე ნიკა გვარამიას მიმართ გავრცელებულ მუქარასთან დაკავშირებით

დღეს, 2021 წლის 17 ივლისს ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მედიის ნაწილი მიიწვიეს.

პრემიერის პრესსამსახურის განმარტებით, “პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.”

შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული ტელეკომპანიების მიწვევა ღონისძიებაზე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ “მთავარი არხის” დირექტორს ნიკა გვარამიას ძალადობრივ ჯგუფის წევრები ალტ - ინფოს ფეისბუკ არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 2021 წლის 5 - 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10 ზე მეტი მედიის 53 წარმომადგენელი. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიღებული დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა.

კონკრეტული მედიასაშუალებების პრემიერის მონაწილეობით საჯარო ღონისძიებაზე გაშუქებაზე უკანონო შეზღუდვა ლახავს როგორც მედიის უფლებას განახორციელონ საკუთარი პროფესიული მოვალეობა, ასევე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას ინფორმაცია მიიღონ საჯარო ინტერესის შემცველი ღონისძიების შესახებ. იმ ფონზე, როდესაც მედიის წარმომადგენლები არაერთი ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი არიან, პრემიერის დღევანდელი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება აძლიერებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, ახალისებს დამატებით ძალადობას, იძალადონ, დააშინონ, მტრულად ან დისკრიმინაციულად მოეპყრონ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42