პრემიერმინისტრის შემდეგ, კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის ფრაქცია ""ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე განაგრძობს და აცხადებს, რომ დაუშვებელია, მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც "თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს".
"დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.
ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.
შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით:
მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს - შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!" - წერს მამუკა მდინარაძე.
მასალის გამოყენების პირობები