საფრანგეთის საელჩო ეხმაურება საქართველოში5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და გმობს მედიაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს, რომელსაც 50-ზე მეტი დაშავებული ჟურნალისტი ჰყავს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, იმისთვის რომ ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები დაისაჯონ.
"საფრანგეთი მკაცრად გმობს 5 ივლის განვითარებულ ძალადობის შემთხვევებს თბილისში, რომელსაც ორმოცდაათზე მეტი დაშავებული ყავს. შეახსენებს საფრანგეთის მხარდაჭერას LGBT და ჟურნალისტთა უფლებების დაცვის საქმეში.
საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ნათელი მოჰფინოს ამ მძიმე შემთხვევებს და ყველაფერი მოიმოქმედოს რომ ამ ძალადობის ავტორები, რომელთა მოქმედებებმა გამოიწვია ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დაღუპვა პასუხისგებაში იქნენ მიცემულები.
საფრანგეთი შეახსენებს საქართველოს მთლიანად დაიცვას ევროპული და საერთაშორისო შეთანხმების ვალდებულებები, რომელიც ნაკისრი აქვს", - ვკითხულობთ განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები