დაჭრა ვარკეთილში ცეცხლსასროლი იარაღით - დაკავებულია 1 პირი.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინფორმაციას შსს ავრცელებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვარკეთილში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1978 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ვარკეთილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეგობარი -1978 წელს დაბადებული კ.მ.- ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა მ.დ. მომხდარიდან რამდენიმე საათში,ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გლუვლულიანი თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო" , - ნათქვამია უწყების მიერ გავცრელებულ განცხადებაში.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები