ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ჩინოსანი, რომელის დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის სტრატეგიულ პარტნიორს" ქართველი არაა, თუმცა არ აკონკრეტებს, იგულისხმა თუარა მასში ქართულმა ოცნებამ ელჩი კელი დეგნანი.
"რა თქმა უნდა ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება, სხვა შემთხვევაში ის ჩვენი გუნდის წევრი იქნებოდა. ჩვენ თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ჩვენს პარტნიორებს ეხება ეს საკითხი, ეხება მათ იერარქიას და არ გვინდა, რაიმე რეპუტაციული ზიანი მივაყენოთ. [...] რაც შეეხება, შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება დამახინჯებით, თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკა არ გვინდა. თუმცა, ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა", - განაცხადა პაპუაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები