პროკურატურაში შევიდა მიმართვა, რომელსაც ხელს 200-ზე მეტი ჟურნალისტი აწერს.
სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები საგამოძებო უწყებისგან ითხოვენ პასუხს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება "ალტ-ინფოს" მხრიდან ძალადობრივ მოწოდებებზე და თუ მიმდინარეობს, რა კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული საქმეს. ჟურნალისტები ითხოვენ ,დროულად დაისაჯონ დამნაშავეები, რათა მომავალში ძალადობრივი ქმედებები აღარ განმეორდეს:
"გთხოვთ გვაცნობოთ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება მედია საშუალების "ალტ ინფოს" ეთერში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცახდებებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის პირდაპირ მოწოდებების ფაქტზე.
დადებით შემთხვევაში გთხოვთ შეგვატყობინოთ, რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება და მიცემულია თუ არა ვინმე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ ხსენებულ პირთა მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და იმ შემთხვევაში, თუ არ არის გამოძიება უკვე დაწყებული ამ ფაქტზე, გთხოვთ უზრუნველყოთ გამოძიების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარება, რათა დამნაშავეებს დაეკისროთ სათანადო პასუხისმგებლობა და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები", - წერია ჟურნალისტების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






