"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი დავით კაკულია უკრაინაში არ შეუშვეს
საზოგადოება - 13:55, 20 Dec, 2013     2013

მათი ცნობით, კიევის აეროპორტის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა კაკულიას განუმარტეს, რომ მისი მონაცემები შესულია ე.წ. შავ სიაში, რომელიც ჩამოთვლილ პირებს ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში შესვლას უკრძალავს. "შემიყვანეს დაკითხვის ოთახში, სადაც დაიწყეს საბუთების გაფორმება.

მათ განმიმარტეს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის გადაწყვეტილებით, მე ერთი წლის განმავლობაში აკრძალული მაქვს უკრაინაში შესვლა და ჟურნალისტური საქმიანობა. უშიშროების სამსახურმა საეჭვო პირთა სიაში შემიყვანა",`- განაცხადა დავით კაკულიამ.

"რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი უკრაინის არასასურველი სტუმრების სიაში მოხვდა, თუმცა ამ სიის არსებობა ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. საუბარი იყო ინიციატივაზე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მოკავშირემ, რადას დეპუტატმა ოლეგ ცარიოვმა შეადგინა, სადაც სიაში შეყვანილი პირებისთვის ქვეყნაში შესვლის აკრძალვა მოითხოვა.

არასასურველი სტუმრების სიაში ასევე მოხვდნენ მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ის წევრები, რომლებიც კიევში ევროინტეგრაციის მომხრეთა მხარდასაჭერად ჩავიდნენ. უკრაინაში მუშაობისას პრობლემები შეექმნა "ტაბულას"`გადამღებ ჯგუფსაც.

უკრაინის უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს დიმიტრი ავალიანსა და მის ოპერატორს. ჟურნალისტებს სიტყვიერად გააფრთხილეს და კიევის დასატოვებლად 24-საათიანი ვადა მისცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42