თიბისიმ "კლიმატის მწვანე ფონდის" აკრედიტაცია მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:41, 16 Jul, 2021     1279

თიბისი პირველი კომერციული ბანკია კავკასიის რეგიონში, რომელმაც “კლიმატის მწვანე ფონდის” (GCF) აკრედიტაცია მიიღო. ამასთანავე, თიბისი ერთი-ერთია მსოფლიოში იმ ათი კომპანიიდან, რომლებსაც წელს ეს პრესტიჟული სტატუსი მიენიჭათ.

.„კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია თიბისის შესაძლებლობას მისცემს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას და დააფინანსოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და მიტიგაციის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი.

“ვამაყობთ, რომ „კლიმატის მწვანე ფონდის“ მიერ აკრედიტებული პირველი კომერციული ბანკი ვართ კავკასიის რეგიონში. აღნიშნული პრესტიჟული სტატუსი შესაძლებლობას მოგვცემს, კლიმატის სფეროში დაფინანსების პოტენციალი გამოვიყენოთ და საქართველოში კლიმატურ მდგრადობას შევუწყოთ ხელი. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მთავარ ღირებულებას - ბიზნესი პასუხისმგებლიანი და მდგრადი გზებით ვაწარმოოთ და წვლილი შევიტანოთ კლიმატური ცვლილებების გამკლავების პროცესში“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

„კლიმატის მწვანე ფონდი“ საერთაშორისო ფონდია, რომელიც გაეროს მიერ 2010 წელს დაარსდა. ფონდის მიზანი, კლიმატური ცვლილებების გამოწვევების საპასუხოდ, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერაა. „კლიმატის მწვანე ფონდი“ ორიენტირებულია კლიმატის სფეროში დაფინანსების უზრუნველყოფისა და კლიმატური მდგრადობის განვითარების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42