ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, სახდეპის განცხადება წუხილის გზავნილია საქართველოსთვის - დეგნანი მოსამართლეების დანიშნვაზე
პოლიტიკა - 14:10, 16 Jul, 2021     1056

საქართელოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პარლამენტს მოსამართლეთა დანიშნვის პროცესის შეჩერება შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა, რის გაომც ამერიკელი პარტნიორები ძალიან იმედგაცრუებულები არიან. დეგნანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წუხილის გზავნილია საქართველოსთვის:

"სანქციები ბევრი შესაძლო ბერკეტიდან ერთ-ერთია. ვფიქრობ საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებიდან ნახეთ, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ ამ პროცესით, მას შემდეგ, რაც ბევრი შეხვედრის შემდეგ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ვითხოვდით.

ეს ის იყო, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდნენ, რომ დანიშვნები შეჩერებული იქნებოდა მანამ, სანამ მრავალპარტიული ინკლუზიური სასამართლო რეფორმა არ გატარდებოდა, რაც ჯერ არ მომხდარა. ამიტომაც ვართ მოსამართლეთა დანიშვნით იმედგაცრუებულები. პარლამენტს შეეძლო პროცესი შეეჩერებინა, მაგრამ ამაზე უარი თქვეს.

ვიტყოდი, რომ აშშ-ს განცხადებები, სახელმწიფო მდივნის ჩათვლით, არაა ნაჩქარევად გაკეთებული. ესაა წუხილის გზავნილები საქართველოსთვის, სტრატეგიული პარტნიორისთვის, რაც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული და არ უნდა ჩაითვალოს ნაჩქარევად", - აცხადებს დეგნანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42