რეგიონის ერთ-ერთი ლიდერის პოზიციიდან საერთაშორისო მასშტაბის ამბიციურ პროექტამდე - “ევროპაბეთი” პირველი ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც გემბლინგის ინდუსტრიაში მსოფლიოს უმსხვილესი მოთამაშეების ყურადღება მიიქცია და საკმაოდ მოკლე დროში, სოლიდური ინვესტიციის მოზიდვასთან ერთად, გლობალური წარმატებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
2015 წელს ქართული კომპანია შეიძინა BETSSON-ის გლობალურმა ჯგუფმა, რომელსაც გემბლინგის სფეროში 50-წლიანი გამოცდილება და კომპეტენცია აქვს. ამ მნიშვნელოვანი მოვლენიდან 6 წლის შემდეგ კი, “ევროპაბეთმა” თავისი გამოცდილება კიდევ უფრო რთულ, ამბიციურ პროექტად აქცია და ბელარუსის ბაზარზე, რომლის მოსახლეობა საქართველოზე 3-ჯერ მეტია, ონლაინ გემბლინგის პლატფორმა შექმნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ლოკალურ და საერთაშორისო ბაზრებზე მიღებულ ცოდნას თანამედროვე ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და სერვისების დასანერგად იყენებენ.
“ჩვენმა კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა მოიზიდა მსხვილი საერთაშორისო ინვესტიცია ქვეყანაში, რამაც შემდგომში სხვა მსხვილ გარიგებებს შეუწყო ხელი. ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია”, - აცხადებს “ევროპაბეთის” აღმასრულებელი დირექტორი მაია კოპინაძე.
ბელარუსის ბაზარზე საკუთარი პლატფორმის შექმნით “ევროპაბეთმა” განვითარების ახალ საფეხურს მიაღწია, რითაც კომპანიაში განსაკუთრებით ამაყობენ.“ჩვენი ინტელექტუალური რესურსის სხვა ქვეყანაში ექსპორტი საერთაშორისო წარმატებაა. ეს გუნდის პროფესიონალიზმმა, გამოცდილებამ, ბიზნესის განვითარების ხედვამ და რაც მთავარია, ჩვენი თანამშრომლების გამბედაობამ განაპირობა”, - დასძენს მაია კოპინაძე.
მისი თქმით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კომპანიის სამუშაო მოდელი ბელარუსში: “ახალი თანამშრომლები მეტწილად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპაბეთი კიდევ უფრო მსხვილი დამსაქმებელი გახდება“.
ნოდარ დურგლიშვილი (“ევროპაბეთის” კომერციული დირექტორი): „ბელარუსის ბაზარზე შესვლა ჩვენთვის ერთდროულად ორი მიზნისკენ სწრაფვას ნიშნავს. პირველ რიგში ეს არის მოკლევადიანი კომერციული მიზანი, ჩვენი ბრენდის და მომხმარებელთა ბაზის ზრდა. მეორე: ეს არის ნაბიჯი სხვა, უფრო დიდი და საინტერესო ბაზრებისკენ. ვფიქრობ, აქ მთავარი უფრო მეტად პროცესია, ვიდრე მიღწევები - ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მსგავს „მოგზაურობას“ უკვე სხვაგან გავდივართ. ჩვენი დაგროვილი ცოდნით და გამოცდილებით, ახალი კომპანია შევქმენით. ადამიანისთვის მუდმივი განვითარების სურვილი ბუნებრივი მდგომარეობაა. ახალ გამოწვევებთან გამკლავებაც, სხვა გარემოში, საერთოდ სხვა შეზღუდვებითა და უფრო მეტი სირთულეებით, ძალიან საინტერესოა. წლების შემდეგ, როცა გადავხედავთ წარსულს, დასაფასებელი იქნება მთლიანად პროცესი და არა მხოლოდ შედეგი“.
ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ბელარუსში (დაახლოებით 10 მილიონი მაცხოვრებელი) 13 ივლისიდან დაიწყო ოპერირება „ევროპაბეთის“ დიზაინით, სახელითა და ბრენდინგით.
„როდესაც დაისვა კითხვა, თუ რატომ უნდა შევიდეს „ევროპაბეთი“ ბელარუსის ბაზარზე და არა მაგალითად BETSSON-ის გლობალურ ჯგუფში შემავალი სხვა რომელიმე კომპანია, ჩვენი პასუხი იყო, რომ საქართველოს ამ სივრცეში რეფორმატორი ქვეყნის რეპუტაცია აქვს. „ევროპაბეთი“, როგორც სახელი, ასევე ბრენდის წარმომავლობა, პოსტსაბჭოთა ბაზრისთვის კარგი კომბინაცია აღმოჩნდა“, - ამბობს ნოდარ დურგლიშვილი.
ბელარუსის ბაზრის მომხმარებელი მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ მომსახურებას ონლაინ ტოტალიზატორის, პოკერისა და სლოტ თამაშების მიმართულებით მიიღებს.
მაია კოპინაძე: “ბელარუსის ბაზარზე პოზიციების დამკვიდრებისა და განვითარების ამბიციური გეგმა გვაქვს. ჩვენი ხედვა და სტრატეგია სხვა ბრენდებისგან განსხვავებულია. „ევროპაბეთის“ მთავარი პრინციპია პასუხისმგებლიანი თამაში სიამოვნებისთვის. ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის სასიამოვნო გამოცდილებაა. ასევე, გვჯერა, რომ ჩვენი ძლიერი მხარეა UX მიმართულება“.
“ევროპაბეთი” ონლაინ თამაშების სფეროში 11 წლის წინ გამოჩნდა და რთული ტექნოლოგიური გამოწვევების მიუხედავად, ადგილობრივი ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. 2015 წლიდან მოყოლებული, BETSSON-ისგან გაზიარებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ “ევროპაბეთს” ტექნოლოგიური სიახლეების, ინოვაციური, პროდუქტებისა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვის შესაძლებლობა მისცა.
„გამოცდილების მხრივ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ კოსმოსშიც შეგვიძლია გავფრინდეთ. ურთულესი პროცესები გავიარეთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერები ვართ“, - დასძენს „ევროპაბეთის“ აღმასრულებელი დირექტორი მაია კოპინაძე.
მასალის გამოყენების პირობები