ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრაციულად დაარღვია ის ვალდებულებები, რაც თავადვე აიღო - ბოკერია
პოლიტიკა - 13:57, 16 Jul, 2021     940

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას ეხმაურება მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილმა დემოსტრაციულად დაარღვია ის შეთანხმება და ვალდებულებები, რაც თავად აიღო და რომელიც სრულფასოვანი თავიდანვე არ იყო.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები პატივს სცემენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და არა რომელიმე მთავრობას, რომელიც მოქმედებს საკუთარი მოსახლეობსი ინტერესების წინააღმდეგ.

„ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრაციულად დაარღვია ის შეთანხმება, რა ვალდებულებებიც თავად აიღო, რომელიც ჩვენი აზრით სრულფასოვანი თავიდანვე არ იყო, არც ვიყავით მომხრე, რომ ეს ჩათვლილიყო სასამართლო რეფორმად, რომ ახალ მოსამართლეებს არ დანიშნავდნენ, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ კურსზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავლის, თავისუფლების, დასავლური არჩევნის წინააღმდეგ კურსზე დგას და ჩათვალა, რომ პოლიტიკური სპექტრის მნიშნელოვან ნაწილს იმდენად უნდა რამე შეთანხმება, რომ ძლიერ პოზიციაში არის, ეს ნაბიჯი, ასეთი უტიფარი ნაბიჯი გააკეთეს.

ამიტომ, ამაზე ჩვენი პარტნიორების რეაქცია სრულიად ბუნებრივია და მე ვიტყვი დაგვინებული, მაგრამ აბსოლიტურად ლეგიტიმური და ბუნებრივი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ჩვენი ხალხის არჩევანს და არა რომელიმე მთავრობას, მითუმეტეს მთავრობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და მინიმალურ პატივს არ სცემს საკუთარ საჯაროდ აღებულ ვალდებულებებს.

ეხლა, ჩვენი ვალდებულება არის ამ ურთულეს ვითარებაში, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე შემგომ ნაბიჯებზე იყოს ჩვენ პარტნიორებთან საუბარი, სახელმწიფო მდივან ბლინკენთან და ა.შ, იმის ნაცვლად, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევაზე იყოს საუბარი, რომელიც ეკონომიკურად ამ უმძიმეს ვითარებაში ამოგვქაჩავდა და ხალხს სამუშაო ადგილის მეტ შანსს მისცემდა და შემოსავლის ზრდის შანსს, ამ დროს ამ თემებზე რომ გვაქვს ლაპარაკი, აქედან ერთადერთი დასკვნაა, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს სხვა მთავრობა და არა მთავრობა, რომელიც ჩვენ მომავალს უპირისპირდება და იმ ფასეულობებს, რომელთაც ქართულმა საზოგადოებამ შესწირა თაობები“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42