თბილისის საქალაქო სასამართლო, გიორგი ბარათაშვილის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 13:58, 20 Dec, 2013     1729

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარათაშვილის სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ნიუპოსტი" სასამართლოს გადაწყვეტილებას უცვლელად გთავაზობთ:
"2013 წლის 20 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელე გიორგი ბარათაშვილის სარჩელი მოპასუხე სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართ.
მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის"" სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე გათავისუფლდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის"" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან, ასევე ქმედების განხორციელების დავალდებულება და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
მოპასუხემ სრულად სცნო სარჩელი.
სასამართლომ შეამოწმა სარჩელის საფუძლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან დაირღვა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ ერთხელ უკვე ბათილად ცნო სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, შესაბამისად, 2013 წლის 30 აგვისტოს სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი დაესვა საკითხი გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის ხელმეორედ გამოცხადების თაობაზე, ვინაიდან კანონით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადის გასვლას აკლდა ხუთი დღე. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები არ არიან უფლებამოსილნი მათი ნების გამოვლენის დამადასტურებლი ხელმოწერის უფლებამოსილება მიანიჭონ სხვა პირს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე გიორგი ბარათაშვილი დაუყოვნებლივ აღდგენილი იქნა სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გათავისუფლებამდე არსებული პირობებით და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 6 სექტემბრიდან გიორგი ბარათაშვილის სამსახურში აღგენამდე იძულებითი განაცდურის დაუყოვნებლივ ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის ხელფასის ოდენობით.
საქართველოს ,,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის" მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სოციალურ დავებზე აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი უკან დაუბრუნდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42