რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გადაყვანამდე ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ის საცხოვრებელ სახლში უკანონო ვერაფერი ნახეს და არც პოლიციის განყოფილებაში ელოდება დაკავებას:
"ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. საერთოდ, ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას. თუ 10 მცნებას ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთის და ვერც პუტინი ვერ დაგვიდგება წინ. ახლა ჩვენ მივდივართ განყოფილებაში. როგორც მე ვიცი, არ გვაკავებენ, უნდათ ჩვენი დაკითხვა, ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე - სასამართლოში მხოლოდ და ადვოკატთან ერთად. გამოვთქვამთ წუხილს, რომ არ აკავებენ და არ ჩხრეკენ ძალადობის ინიციატორებს „თბილისი პრაიდს“ და მედიატერორისტებს- ტელევიზიებს. არ მაქვს მოლოდინი, რომ დამაკავებენ, უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი მხრიდან და შეიძლება ჩვენც მოვმკვდარიყავით, ყველა მომკვდარიყო", - განუცხადა ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს.
მასალის გამოყენების პირობები






