ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე შოთაძის უწყებაში მივიდა და ყველა ის მტკიცებულება გადასცა, სადაც კარგად ჩანს, როგორც ახალისებენ რადიკალური ჯგუფების ლიდერები მოძალადეებს. დეკანოიძე მოითხოვს, ყველა იმ პირის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც ძალადობრივ დანაშაულში ირიბად თუ პირდაპირ მონაწილეობდნენ:
"მოვითხოვ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელთა მოწოდებებმა და ორგანიზებულმა ძალადობამ გამოიწვია ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი.
მხოლოდ ჩხრეკა და მტკიცებულებების ამოღება არ არის საკმარისი, სასწრაფოდ უნდა დააპატიმრონ ეს ადამიანები, კერძოდ, მე ვითხოვ მორგოშია, მახარაძე, ფალავანდიშვილის დაპატიმრებას და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ" - აცხადებს დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები