რუსთავის საკრებულოს დეპუტატმა ზვიად დოლიძემ "ქართული ოცნება" დატოვა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაპოსტა და განმარტა, რომ პარტიიდან წამოსვლის მიზეზი მათი საერთო ღირებულებების სხვადასხვაობაა.
“მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, 2017 წლიდან დღემდე რუსთავის საკრებულოში გახლდით ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”- ს თავმჯდომარის მოადგილე… მივიღე გადაწყვეტილება ფრაქციისა და დაკავებული თანამდებიბის დატოვების შესახებ, ვინაიდან პარტიისა და ჩემი ხედვები ადამიანურ ფასეულობებთან და ღირებულებებთან მიმართებაში რბილად რომ ვთქვათ, დაშორდა ერთმანეთს…
მადლობა ჩემი ოლქის ყველა მაცხოვრებელს გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის ! ! !
მინდა გულწრფელად, მთელი პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ვრჩები ჩემი ოლქის მაცხოვრებელთა ერთგული და მათი ინტერესების დამცველი…
გულწრფელადვე მინდა გაცნობოთ, რომ ვუერთები და ყოველთვის ვიქნები იმ ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გვერდით, ვინც იქნება ხალხისთვის და საქართველოსთვის…” - წერია დოლიძის პოსტში.
მასალის გამოყენების პირობები