პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 ხმით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია.
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა მხოლოდ კომიტეტის 4-მა წევრმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კომიტეტმა 10 ხმით გია ცაცაშვილის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე, ასევე 10 ხმით, მაია ზარიძის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია.
ცესკოს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობზე გია ცაცაშვილთან ერთად, წარმოდგენილი იყო ლელა ტალიურის, კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო მაია ზარიძესთან ერთად წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო ერთი წევრი წინააღმდეგი იყო.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმდჯომარე თამარ ჟვანია 30 ივნისს გადადგა.
მასალის გამოყენების პირობები