აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორმა ბენ კარდინი, საქართველოში 5-6 ივლისს განვიტარეებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს , რომ "რადიკალური ჯგუფების მხრიდან მედიაზე ძალადობა "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ იყო წახალისებული".
"5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ", - განაცხადა ბენ კარდინიმ.
ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები