პარლამენტში კომიტეტის სხდომას ესწრება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ ეპიდსიტუაციის გართულების თავიდაცნ აცილების ორი გზა არსებობს - ერთი, აქტიური ვაქცინაცია და მეორე - წესების დაცვა და პირბადის ტარება.
რამდენად შეუწყობს ხელს უსაფრთხოების დაცვას ღარიბაშვილის გადაცწყვეტილებით გამოცხადებული ამნისტია, როცა დაახლოებით 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 300 ზე მეტ იურიდიულ პირს ჩამოეწერაკოვიდ ჯარიმები, თამარ გაბუნია „ბიემჯის“ ამ კითხვაზე პასუხობს, რომ სანქციები მნიშვნელოვანია, თუმცა მინისტრის მოადგილე თვლის, რომ აუცილებელია ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაზიარება.
„ჯარიმა რა თქმა უნდა არის უარყოფითი სტიმული, რომელიც გარკვეული ქცევისმიღებისთვის ჩვენ გვჭირდებოდა, თუმცა ამ ჯარიმებს მძმე სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ჰქონდა პანდემიის პირობებში. მნიშვნელოვანია სანქციებიც და ასევე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გზიარება. რაც არ უნდა სანქცია დააწესოს სახელმწიფომ, სამი მილიონის ქცევას ინდივიდუალურად მაინც ვერ გააკონტროლებ“ - განაცხადა ჯანდავის მინისტრის მოადგილემ.
მასალის გამოყენების პირობები