„არაფერი არ დგას ადამიანის სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“ - ამ სიტყვებით გახსნა დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ირაკლი კოვზანაძემ, სადაც საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიის განხილვა მიმდინარეობს. უმრავლესობის წევრი 5 ივლისის მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ვითარებაში მთავრობა საინვესტიციო გარემოს უნდა გავუფრთხილდეს.
„განვთარებული მოვლენები არ არის მხოლოდ პოლიტიკური, მას ახლავს ეკონომიკური მდგენელიც, ქვეყანა გადის რთულ პერიოდს, დაიწყო ეკონომიკური აღდგენა და ასეთ პირობებში უნდა მოვუფრთხლდეთ ჩვენს საინვესტიციო გარემოს, ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო ტურისტული და სასტუმროს ჯავშნების გაუქმება.
რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის რისკები იქმნება; რომელი უცხოელი ჩამოვა თუ აქ უცხოელებს სცემენ. რომელ ბიზნესკონტაქტებზე შიეძლება იყოს საუბარი თუ სტაბილურობის განცხდა არ იქნება.
არაფერი არ დგას ადამიანის სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და საინვესტიციო გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომას, სადაც 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ, იმ უწყებების და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან, სადაც საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა.
ბიუჯეტში ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე დასამტკიცებლად 23 ივლისს გავა.
მასალის გამოყენების პირობები