ტელეკომპანია "ტვ პირველი" ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ოცნების ბოიკოტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ არ ეგონა, თუ ხელისუფლებას ჟურნალისტები ასე შეაშინებდნენ. გრიგოლიას შეფასებით, მედიას ვერავინ მოერევა:
„ბოიკოტს გიცხადებთ და კომენტარებს აღარ მოგცემთო ოცნებამ. ასე თუ შევაშინებდით ჟურნალისტები, ნამდვილად არ მეგონა. უყურეს ერთი დღე კანცელარიაში როგორ მიადგათ მედია ,ლექსოს სურათებით და პროტესტით. მეორე დღეს - როგორ მიადგნენ იუსტიციის მინისტრს, მერე პრემიერს, როდის გადადგებითო, დღეს უკვე ბათუმში, საკრებულოს წევრებს როგორ მიადგნენ პროტესტით და ლექსოს სურათებით. ხომ ვერ იტყოდნენ, გვეშინია ამათიო და ბოიკოტს გიცხადებთო. აბა, წინასაარჩევნოდ ვის უნდა ახლა მედიის მწვავე კითხვები და მარტო იმათ გავცემთ პასუხს,ვისგანაც საფრთხე არ მოდისო, იფიქრეს. მართლა შეუშინებია მედიას ესენი. დღეს საბოლოოდ დავწმუნდი ხო და, ეგეთები გვინახავს? ესეც გაივლის! მედიას კი ვერავინ მოერევა", - წერს ინგა გრიგოლია.
მასალის გამოყენების პირობები