„ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ხელისუფლება მედიას ახალი მეთოდებით ებრძვის. მისი შეფასებით, ოცნებამ ჟურნალისტებს ბოიკოტი იიტომ გამოუცხადა, რომ მათ კითხვებზე პასუხები უბრალოდ არ აქვს:
„ხელისუფლება დღეს მედიაიერიშის ახალ ეტაპზე გადავიდა და ჩვენ ვნახეთ ტელესერიალი - "გაქცევა". ისინი გარბიან ჟურნალისტებისგან, რადგან ჩვენს კითხვებზე პასუხები უბრალოდ არ გააჩნიათ. არ გააჩნიათ პასუხი კითხვაზე, როცა ჟურნალისტი ინტერესდება, რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ სათანადოდ გამოიძიოს ის საქმეები, რომელიც ეხება 50-ზე მეტი ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებულ, ჯგუფურად, წინასწარ მომზადებულ, განზრახ შეცნობით მომზადებულ დანაშაულს. სად არიან ორგანიზატორები, რომლებიც მედიაზე ძალადობის ბრძანებს გასცემდნენ. ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენს გვერდით. ამ კითხვებზე პასუხი არ აქვთ და აირჩიეს გაქცევის გზა. უბრალოდ ეშინიათ თავისუფალი ჟურნალისტების კითხვების" - აცხადებს მელაძე.
მასალის გამოყენების პირობები