ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი არ ჰყავს, ახალს ველოდები - ლადო აფხაზავა
საზოგადოება - 10:11, 15 Jul, 2021     2624

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს "ბათუმელებთან" ეხმაურება. აფხაზავა ფიქრობს, რომ მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და ხელისუფლების მხრიდან მედიაზე შეტევა დემოკრატიაზე შეტევაა. მისი თქმით, ძალადობა სწორედ, ხელისუფლებამ წაახალისა.

"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ წაახალისა ეს აგრესია. ძალიან ბევრი დაუსაქმებელი ახალგაზრდაა, რომელიც არ მუშაობს, ვერ რეალიზდება, ვერც აღიარება დაინახეს რაიმე საქმეში, ვერ შედგა და ამიტომ იქ იპოვეს თავიანთი ადგილი, სადაც ძალადობრივი ნაპერწკლები გაჩნდა. ამის გამო ვიღაცამ შეაქო. სხვადასხვა მოძალადე ადამიანის ვიდეოებს ვუსმენდი და იქ ისეთ თემებზეა საუბრობენ, არც კი უკვირდებიან რას საუბრობენ, რას ლაპარაკობენ.

აი მაგალითად, ჩვენ ვაჟკაცები, ჩვენ ქართველები და ასე შემდეგ. ვაჟკაცობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალს ხელი დაარტყა ან თუნდაც კაცს",- თქვა ლადო აფხაზვამ.

ლადო აფხაზავა ასევე პრემიერმინისტრის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ახლა "საქართველოს პრემიერმინისტრი არ ჰყავს". როგორც ის აღნიშნავს, პედაგოგი ახალ პრემიერს ელოდება, რომელიც სიტუაციას "უფრო დაამშვიდებს".

"მე ველოდები ახალ პრემიერს, რომელიც უფრო დაამშვიდებს სიტუაციას, რომლისთვისაც მთავარი იქნება ადამიანების სიყვარული და თუ ქრისტიანი იქნება, ღმერთის სიყვარული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს და ველოდები.

ჩვენ გვჭირდება პრემიერი, რომელსაც ექნება ადამიანური ღირებულებები. შეეშალოს თუნდაც საუბარში, თუნდაც ქოხში ცხოვრობდეს, ოღონდ ადამიანებზე იზრუნოს. ასეთ პრემიერს ველოდები",-თქვა აფხაზავამ.

"ბათუმელებთან" ინტერვიუში პედაგოგი ასევე განათლების პრობლემასა და ღირებულებებზე საუბრობს. მისი თქმით, ძალადობის პრევენციაზე მასწავლებლებმაც უნდა იზრუნონ და პედაგოგებმა ბავშვებს უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები უნდა შეუცვალონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42