რამდენი ჟურნალისტი დაშავდა 5 ივლისს? - ირაკლი კობახიძის არითმეტიკა
პოლიტიკა - 00:14, 15 Jul, 2021     1604

"ოცნების" თავმჯდომარემ 5 ივლისს, ძალადობრივ კონტრაქციაზე დაზარალებული ჟურნალისტები სამ ჯგუფად დაჰყო: მძიმედ დაშავებულები, ზედაპირული დაზიანებების მქონე და სხვები, რომლებსაც, ასევე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

"ძალადობის ფაქტები იყო - 6 ჟურნალისტი იყო მძიმედ დაშავებული, 2 პოლიციელი იყო მძიმედ დაშავებული, 15 ჟურნალისტს დამატებით ჰქონდა ზედაპირული დაზიანებები და ა.შ. და სხვებსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა", - განაცხადა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კითხვაზე, ამგვარი კლასიფიკაციით იმის თქმა ხომ არ სურს, რომ ძალადობრივ კონტრაქციაზე 53 ჟურნალისტი არ დაზარალებულა, კობახიძემ ასე უპასუხა:

"ეს ყველაფერი ხომ მეორეხარისხოვანია. მთავარი არის, რომ ძალადობა ატარებდა მასობრივ ხასიათს და ეს არის ძალიან მძიმე. ასეთი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა. ამას სჭირდება, ბუნებრივია, ჩაღრმავება და სათანადო ყურადღება, მაგრამ, ერთ რამეშია აქ საქმე - როდესაც ამბობენ 53 შემთხვევას, საზოგადოებას ექმნება ისეთი წარმოდგენა, თითქოს 53 ჟურნალსიტი არის მძიმედ დაშავებული. მძიმედ დაშავებულია 6 ჟურნალისტი" - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივ კონტრაქციაზე 53 ჟურნალსიტი ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების მსხვერპლი გახდა. მათი ნაწილი ფიზიკური დაზიანებების გამო ამ დრომდე ვერ ახერხებს პროფესიული მოვალეობის გაგრძელებას.

ძალადობრივ კონტრაქციაზე სასტიკად ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42