თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღადგინა. სასამართლომ ბარათაშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილის გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. 14 დღიან ვადაში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა.
გიორგი ბარათაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მიეცემა.
გიორგი ბარათაშვილმა სასამართლოს 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რომლის მიხედვითაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდმა ბარათაშვილს უნდობლობა გამოუცხადა. ბარათაშვილმა 6 სექტემბრის შემდგომი პერიოდის სახელფასო ანაზღაურებაც მოითხოვა. სასამართლომ ბარათაშვილის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები






