კახა კალაძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 17:11, 14 Jul, 2021     1841

საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა გამოთქვეს კმაყოფილება თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმის გაფორმების გამო, რაც მათი შეფასებით, კარგი შესაძლებლობაა, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისთვის.

„სასიამოვნოა, რომ დღეს ვიმყოფები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. აზერბაიჯანთან, ჩემი წინა თანამდებობიდან გამომდინარე, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ხშირი კომუნიკაცია მქონდა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი განვახორციელეთ ერთიანი ძალისხმევით და ეს თანამშრომლობა მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ. გუშინ, თბილისისა და ბაქოს დაძმობილების ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობაა, თუმცა, ვფიქრობ, არსებობს დამატებითი რესურსი იმისა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ხალხი ერთმანეთს, გავმართოთ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, როგორც თბილისში, ისე ბაქოში“, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

„აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამ თვალსაზრისით ორი სახელმწიფოს დედაქალაქების დაძმობილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონში დიდ პროექტებს ახორციელებენ, რომლებსაც დიდი სარგებელი მოაქვს, როგორც რეგიონისთვის, ასევე, უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ყველა სფეროში მაღალ დონეზეა და ჩვენი მხრივ, წვლილს შევიტანთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაგაბაროთ ჩემი გულწრფელი მოკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.

ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კახა კალაძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი და "შეჰიდების ხეივანში“ მდებარე მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42