ნებისმიერ თავყრილობაზე დაიშვან მხოლოდ ორჯერ აცრილი პირები, ან ის ადამიანები, ვისაც ბოლო 72 საათის მანძილზე ტესტირება აქვს გაკეთებული - გამყრელიძის ინიციატივა
COVID-19 - 14:23, 14 Jul, 2021     3699

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გაუარესებული ეპიდმდგომარეობის გამო საკოორდინაციო საბჭოზე გაჟღერდა ინიციატივა, რომ ნებისმიერ თავყრილობაზე მხოლოდ ორჯერ ვაქინირებული პირები დაიშვან, ან ის ადაიანები, რომლებმაც ბოლო 72 საათის მანძლზე გაიკეთა კორონავირუსზე ტესტი. გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე აიცრან მშობლები და მათი შვილებისთვის ინფექციის მატარებლები არ გახდნენ, რადგან ე.წ. ინდური შტამი ბავშვებისთვისაც დიდი ზიანის მომტანია:

"გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე გაჟღერდა ჩვენი წინადადება, რომ ნებისმიერ თავყრილობაზე, სემინარზე, კონფერენციაზე, შეხვედრასა და ასე შემდეგ დაშვებული იქნენ მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანები ან ბოლო 72 საათში ტესტირება გაკეთებული პირები, ვისაც უარყოფითი „პისიარ“ ტესტი ექნებათ. ჩვენი წინადადებაა, რომ ამან აუცილებლად მიიღოს რეგულაციის ფორმა, რათა ყველა ადამიანს ერთი მხრივ ჰქონდეს მოტივაცია, რომ აცრილი იყოს, მეორე მხრივ, იყოს უსაფრთხო ეს შეკრებები. ასევე, მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივაა შემოდგომისთვის აცრები ყველა სტუდენტის, ყველა პროფესორ-მასწავლებლის, ყველა სკოლის მასწავლებლის, რათა შემოდგომაზე გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო ბაღები, აღმზრდელები იყვნენ აცრილები, უსაფრთხო უნივერსიტეტები.

მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების აცრას, რომ მათ არ მიუტანონ ინფექცია ბავშვებს, რადგან დღეს ბრიტანული შტამის გარდა, საკმაოდ ინტენსიურად ცირკულირებს დელტა შტამი, და გვაქვს გასულ კვირაში უკვე დამატებით 27 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დელტა შტამის სულ 79 შემთხვევაა ლუგარში დადასტურებული, მაგრამ გათვლებით დელტა შტამის ცირკულაცია უკვე სცილდება ქვეყანაში საერთო ინფიცირების დაახლოებით 20 პროცენტს. ეს ციფრი გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით, რადგან ტენდენცია ასეთია, რომ ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში ბრიტანულ შტამს უკვე ანაცვლებს დელტა შტამი, ინდური შტამი, რომელიც ხასიათდება მეტი ტროპიზმით ახალგაზრდა ასაკისას და მეტი გადამდებლობით განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42