უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კლანისა და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ - საია
პოლიტიკა - 13:56, 14 Jul, 2021     1051

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშნვას სპეციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი კლანისა და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ.

საიას განცხადებით, თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის -კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები. გადაწყვეტილება არ დაეფუძნა პარტიათა შორის ფართო კონსენსუსს, რაც მომავალში უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, პარტნიორების მოწოდებები და ექსპერტული შეფასებები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას:

"2021 წლის 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი. წარუდგინა. მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა, როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მოწოდებები და სასამართლოს მიმართ ნდობის კრიზისის პირობებში დაიწყო საკასაციო ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები.

კანდიდატების მოსმენის პროცესში გამოქვეყნდა OSCE/ODIHR-ის შეფასება სადაც მიმდინარე პროცესის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსმენების ეტაპია განხილული და სადაც წერია, რომკანდიდატები პარლამენტს წარედგინა სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში. დასკვნის მიხედვით, ამავე ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა პროცესების სამართლიანობა და თანასწორობა. პროცედურული წესები, რომლებიც უშუალოდ მოსმენების დაწყებამდე შეუშავდა არაადეკვატური იყო და ვერ უზრუნველყო თანმიმდევრულობა და სამართლიანი პირობები.

6 ივლისს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კანდიდატების მოსმენები დაიწყო. საკომიტეტო მოსმენებზე, კანდიდატებისთვის დასმული კითხვები ეხებოდა, როგორც სამართლებრივ, ისე ღირებულებით საკითხებს, სამუშაო გამოცდილებასა და მოსამართლე კანდიდატთა მიერ წარსულში განხილულ საქმეებს. კანდიდატთა ნაწილი, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ პასუხობდა მარტივ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი. ერთ-ერთმა კანდიდატმა უარი განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. ეს დამოკიდებულება, არა მხოლოდ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, არამედ ზოგადად, პროცესის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველია და უარყოფით შეფასებას იმსახურებს.

ერთ-ერთი მთავარი ხაზი რომელიც მოსამართლედ დანიშნული პერსონების მსჯელობას აერთიანებდა, სასამართლო სისტემაში არსებული ფუნდამენტური პრობლემების მიმართ კრიტიკის არ არსებობა და მეტიც, მისი ინსტიქტური უარყოფა იყო. მათი უდიდესი ნაწილის აზრით მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა ის კრიტიკაა რომელიც სამოქალაქო სექტორიდან მოდის. კანდიდატთა ნაწილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო მასშტაბით კლანური მმართველობის აღიარება, ცალმხრივი ინფორმაციის ან სასამართლოსთან ნაკლები კომუნიკაციის შედეგია.

მიუხედავად კანდიდატების კომპეტენციასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კითხვებისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონკურსის მონაწილეთა ნაწილს რეკომენდაცია გაუწია. თავის მხრივ პლენარულმა სესიამ სრულად გაიზიარა რეკომენდაციები და თანამდებობაზე 6 მოსამართლე დანიშნა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისიც რომ თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის -კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები. გადაწყვეტილება არ დაეფუძნა პარტიათა შორის ფართო კონსენსუსს, რაც მომავალში უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, პარტნიორების მოწოდებები და ექსპერტული შეფასებები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42