თბილისს 21-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს
პოლიტიკა - 21:58, 13 Jul, 2021     1060

24-წლიანი პარტნიორული ურთიერთობების შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბაქოს მერმა ელდარ აზიზოვმა მოაწერეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია დაძმობილების მემორანდუმი, რომელიც დღეს თბილისსა და ბაქოს შორის გაფორმდა. ჩვენს ქალაქებს შორის არსებობდა ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა. იმედი მაქვს, მემორანდუმი დიდ წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გაღრმავებაში. შექმნის პირობებს, რომ ჩვენი ურთიერთობები გახდეს უფრო საინტერესო და მეგობრული სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მემორანდუმი მოიცავს თანამშრომლობას კულტურის, ხელოვნების, ტურიზმის, ურბანული დაგეგმარების, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით, ასევე, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს ათასწლეულების ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ. ბევრი მიღწევა გვაქვს თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია სახალხო დიპლომატია და ორ ხალხს შორის არსებული მეგობრობა. მემორანდუმი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა ელდარ აზიზოვმა.

თბილისის მერის 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტი ბაქოში დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ილია ელოშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42