ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ხელისუფლება აუცილებლად აგებს პასუხს. მელიას თქმით, ეს რეჟიმი თავიდან ბოლომდე მოძალადეებზე და კრიმინალებზე დგას, რომლებიც როგორც პარლამენტში, ისე სხვადასხვა უწყებებში არიან:
"ეს რეჟიმი აუცილებლად პასუხს აგებს და დაისჯება წელსვე. არ არსებობს სხვა გამოსავალი, რომელსაც ქართული ოცნება იპოვის გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა. ეს რეჟიმი დგას თავიდან ბოლომდე მოძალადეებზე და კრიმინალებზე როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პოლიციაში... უკან დახევა არ იქნება. იქნება ურყევი, ძალიან მტკიცე ბრძოლა გამარჯვებამდე. რაც არ უნდა მუშტები იქნიონ, რამდენიც არ უნდა მოკლან, იძალადონ, მკვლელობის შემდეგ ტომარაში ჩატენონ და მერე მოიტაცონ, ვერანაირად გავლენ სამშვიდობოზე.
დავინახეთ, გუშინ რა არის მათი რეალური სახე. როდის იქნევ მუშტს და გადმოდიხარ ჩხუბზე? როდესაც სათქმელი არაფერი გაქვს არათუ შენი ოპონენტისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. მთელი სახელმწიფო აპარატი და მთელი ფული იხარჯება ცხონებული ლექსოს დისკრედიტაციისთვის, ამას აკეთებს ბოლო 3-4 დღის განმავლობაში ქართული ოცნება და ეს ხელისუფლება შეინარჩუნებს მართვის სადავეებს? ვერანაირად ვერ შეინარჩუნებს", - განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები