"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, საზოგადოება დღეს არა მარტო ლექსოს კრძალავს, კრძალავს ასევე სიცოცხლის უფლებას, ხელისუფლება კი ლაშქარავას ხსოვნას შეურაცხყოფას აყენებს და ფეხქვეშ თელავს.:
"დაშვებული კამერების კადრი არის ამ ქვეყნის ნამდვილი სიმბოლო. თანაგრძნობა, სიყვარული და პატივისცემა. რაც შეეხება იმას, რაც მოხდა, მართლა არაფერი მაქვს სათქმელი რამდენიმე სიტყვის გარდა - ლექსო მოკლა ხელისუფლებამ და ლექსოს ხსოვნას ახლა შეურაცხყოფს და ფეხქვეშ თელავს ხელისუფლება და აყალბებს ყველაფერს. აი, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ დღეს ვკრძალავთ არამარტო ლექსოს, ჩვენ დღეს ვკრძალავთ ჩვენი სიცოცხლის უფლებას, იმიტომ რომ ხელისუფლებამ გასაგებად გვითხრა, მარტო გამოხატვას კი არ შეგიზღუდავ, რაც დღეს წულუკიანმა და შალვა რამიშვილმა დაადგინეს, რომ თურმე თავისუფლების შემზღუდავი კანონი უნდა იქნეს მიღებული, მარტო გადაადგილების უფლებას კი არ ვკრძალავთ, როცა არ გვიშვებენ სადღაც, არამედ სიცოცხლის უფლებას. ხელისუფლებამ გვითხრა, რომ სიცოცხლის უფლებაც არ არის დაცული. ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატიის დაკრძალვა, არამარტო ლექსოსი", - განაცხადა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები