"ვიმოქმედოთ რადიკალურად! კონსტრუქციულობა პოდიუმის პოლიტიკოსთა პოზაა! მთავარი საქმე, ვადამდელი არჩევნები და ივანიშვილის გაძევებაა“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 09:26, 13 Jul, 2021     1034
პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა. დეპუტატი, რომელიც კორონავირუსის გამო არ იმყოფება მოვლენების ეპიცენტრში, სოლიდარობას უცხადებს ტვ პირველის გენერალურ დირქტორს ვატო წერეთელს, სამძიმარს გამოუხატავს ლექსო ლაშქარავას ოჯახს და მიიჩნევს, რომ ის რაც პარლამენტში მოხდა, არის ლეგიტიმაციაშეყეული ხელისუფლების მხრიდან განხორცილებული სახელმწიფო გადატრიალება. ბაჩუკი ქარდავას თქმით, მნიშნელოვცანია „უდღეური პრემიერის“ გადადგომის მოთხოვნა, თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ დღეს ყველა პრობლემის სათავე ბიძინა ივანიშვილია და ოპოზიციის მთავარი საქმე ვადამდელი არჩევნები და ოლიგარქის პოლიტიკიდან გაძევებაა.

„რაც პარლამენტში ხდება, თავისუფლად შეიძლება კვალიფიცირდეს, ლეგიტიმაციაშერყეული ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებად, რომელიც, და სხვაგვარად ეს წარმოუდგენელია, შესრულდა ივანიშვილის უშუალო მითითებით.

ქართული პარლამენტი, საქართველოს კონსტიტუციით - ხალხის რჩეულთა საკრებულოა, რომლის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ სწორედ რომ ჟურნალისტები, გამოშიგნა ოლიგარქმა ყოველგვარი დემოკრატილი შემადგენელისგან და მონური მორჩილების სიმბოლოდ აქცია.

გარედან ჩახერგილი და შიგნით სიცოცხლის ყველა ნიშნისგან გამოცლილი პარლამენტი ელოდება საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველზე, რათა მათ პასუხი აგებინონ მოძალადეებს, ცხედრის გამტაცებლებს და საბოლოო ჯამში, სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების მესაფლავეებს!

როგორ უნდა ვიმოქმედოთ? რადიკალურად!

კონსტრუქციულობა პოდიუმის პოლიტიკოსთა პოზაა! კი ბატონო, მოვითხოვოთ უდღეური პრემიერის გადადგომა, ეს მართებულია მორალურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ გვახსოვდეს ძირითადი გასაკეთებელი საქმე ქართული პოლიტიკიდან ყველა პრობლემის წყაროს - ივანიშვილის გაძევებაა! ეს მხოლოდ ვადამდელი არჩევნებით მიიღწევა!

სამწუხაროდ, კოვიდის წყალობით, ვერ ვარ დღეს პარლამენტთან, მაგრამ ამ პოსტით ვადასტურებ და ვუერთდები ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ივანიშვილის დასასრულს მოაახლოებს! აქვე ჩემი დიდი პატივისცემა ჟურნალისტებს, რომლებიც შემართულნი იბრძვიან და პირადი მაგალითით ქმნიან მუხტს, ძალიან საჭირო მუხტს საზოგადოებაში!

ჩემი სოლიდარობა ყველას ყველას უკლებრივ და განსაკუთრებით ვატო წერეთელს! Vato Tsereteli ✌

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, მის მეგობრებს და კოლეგებს, ყველას, ვისაც გული დაგვწყვიტა...“ -წერს ფეისბუქის გვერდზე ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42