სახალხო დამცველი გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას წარსულის შესახებ სხვადასხვა პირების მიერ პირადი ინფორმაციის გასაჯაროებას ეხმაურება .
ლომჯარია ამბობს, რომ უწყებები ობიექტური გამოძიების ნაცვლად ნაცემი და გარდაცვლილი ჟურნალისტის დისკრედიტაციას ცდილობენ.
"ამაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა და შეაფასა, როგორც პერსონალური მონაცემების უფლების დარღვევა, და მიმაჩნია, რომ ნამდვილად, ეს იყო მცდელობა იმისა, რომ როგორც წარსულში, ახლაც დაზარალებულ და გარდაცვლილ ადამიანს შეულახონ რეპუტაცია. ეს იყო რეალურად ამის მიზეზი.
როგორ ჩანს, ამჯერადაც სახელმწიფო ორგანოები ცდილობენ არა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას და ორგანიზატორების, შემსრულებლების და წამქეზებლების დასჯას, არამედ დისკრედიტაციას ნაცემი და გარდაცვლილი ჟურნალისტის", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები