მივმართავთ ღარიბაშვილს, საზოგადოების მოტყუების, შუღლისა და სიძულვილის გაღვივების ნაცვლად, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე - "თბილისი პრაიდი"
პოლიტიკა - 18:12, 12 Jul, 2021     1044

"თბილისი პრაიდი" ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ როცა სახელმწიფო ტოლობის ნიშანს სვამს მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, ეს მისი დისფუნქციურობის მაჩვენებელია. ორგანიზაცია მოუწოდებს ღარიბაშვილს, 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღოს:

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორი დაპირისპირებული მხარე, რომელზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა, არ არსებობს! როცა სახელმწიფო ტოლობის ნიშანს სვამს მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, ეს მისი დისფუნქციურობის მაჩვენებელია... ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც უკიდურესად პრიმიტიულად ესმის დემოკრატიის იდეა, გვსურს განვუმარტოთ, რომ დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, რომელშიც დაცული და გარანტირებულია უმცირესობის უფლებები, განურჩევლად მათი რასის, ეთნოსის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა... მნიშვნელოვანია აღინიოს, რომ 5 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების მხარდამხარ, წინა ფლანგზე იბრძოდნენ მედიის წარმომადგენლები, ისინი იცავდნენ ჩვენს უფლებებს და ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის სიძულვილის რეალური სახე ეჩვენებინათ. გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის, გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ თავისუფალ მედიას და თითოეულ ჟურნალისტს, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ყოველთვის ვიდექით და ვიდგებით მედიის და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის იბრძვის.

დასასრულს, კვლავ მივმართავთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ საზოგადოების მოტყუების, შუღლისა და სიძულვილის გაღვივების ნაცვლად, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე, ქვიარ თემის წევრებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე გამოცხადებულ ნადირობაზე და დატოვოს თანამდებობა!!!", - ნათქვამია განცხადებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42