სუბარის უწყების ინფორმაციით, სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში - 2 პატიმარი, სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში - 3 პატიმარი, სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში - 21 პატიმარი, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში - 19 პატიმარი, სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში - 25 პატიმარი, სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში - 14 პატიმარი, სასჯელაღსრულების #19 დაწესებულებაში კი 2 პატიმარი შიმშილობს.
აღნიშნულ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულები და ბრალდებული ინდივიდუალური მოთხოვნებით შიმშილობენ. 946 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების #14 (გეგუთის) დაწესებულებაში შიმშილობს.
მათი მოთხოვნა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და საქმეების გადახედვაა. სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებაში განთავსებულმა 52-მა ქალბატონმა დღეს უარი განაცხადა პურის მიღებაზე", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






