ამ წუთებში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხვდება. როგორც შეხვედრამდე მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ლომჯარიამ აღნიშნა, საუბარი 5-6 ივლისის მოვლენებს შეეხება. ლომჯარიამ განმარტა, რომ სურს, პრეზიდენტს მისი მოსაზრებები გაუზოაროს, მათ შორის გამოძიებასთან დაკავშირებით:
"დღეს მოვედი საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური და მინდა ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ვესაუბრო გამოძიებასთან მიმართებითაც. არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე შსს-ს და პროკურატურას დაიწყონ გამოძიება დანაშაულებრივი ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ მომხდარა, მე მინდა ამაზეც ვესაუბრო პრეზიდენტს და ზოგადად შექმნილ ვითარებაზე რას ფიქრობს თავად
მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა, როგორც 5 ივლისის წინა დღეებში, ისე, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე. მინდა, გავიგო, რას ფიქრობს დღეს", - განაცხადა ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები