ენმ-ს დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციური გაერთიანება - ძალა ერთობაშია" ამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას წყვეტს. დეკანოიძის თქმით, ოპოზიციური გაერთიანება მონაწილეობას მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და კონსტიტუციის მიღების კენჭისყრაში მიიღებენ:
"ამ პარლამენტში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ, ჩვენ ვიქნებით ჩვენს მოქალაქეებთან, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ. მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება კონსტიტუციისთვის კენჭისყრა, რაც გულისხმობს იმას, რისთვისაც ვიბრძოდით, ანუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის.
სხვა შემთხვევაში, ფრაქცია ენმ ამ სიტუაციაში, ამ ფარისევლობაში, ამ ფაშისტების დაჯგუფებასთან თანამშრომლობას წყვეტს", - განაცხადა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები