ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს ეს პარლამენტი - ბოკერია
პოლიტიკა - 15:16, 12 Jul, 2021     893

ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, პარლამენტის წინ ბრიფინგი გამართა, სადაც მან პარტნიორ ოპოზიცირუ პარტიებს მოუწოდა.

ბოკერიას თქმით, ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს პრემიერ მინისტრი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვის სასწრაფოდ პარლამენტი.

„ღარიბაშვილის დღევანდელმა გამოსვლამ დაადასტურა ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი, ეს ბნელეთის მოციქულები და ამ რეჟიმის პოლიტიკურად ყველაზე ნაძირლური ფრთა და წარმომადგენელი, ღარიბაშვილი, ომის მდგომარეობაშია არამხოლოდ თავისუფალ მედიასთან, რაც ცალკე აღებულიც კი კატასტროფაა ქვეყნისთვის, არამხოლოდ საზოგადოების აქტიურ ნაწილთან პოლიტიკურად ან ოპოზიციასთან, მთელი ჩვენი ქევყნის მომავალთან, ეს არის ბრძოლა ფასეულობებისათის, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენი თავისუფლებისათვის.

ამ ვითარებაში, თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ევროპული საქართველოს პოზიცია თავიდანვე ამ პარლამენტთან დაკავშირებით იყო მკაფიო, რომ ეს პარლამენტი არ გამოხატავს ლეგიტიმურად ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ნებას, მაგრამ მინდა დავივიწყო ის დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა კრიზისის შემდეგ 2020 წლის არჩევნების, იმასთან დაკავშირებით, როგორც უნდა მომხდარიყო ამ კრიზისის განმუხტვა, პარლამენტში შესვლით, შეთანხმების მიღწევით თუ არმიღწევით, ეს გადავდოთ გვერდით, ეხლა ამ ვითარებაში, ამ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა დამქაშებმა, სასულიერო პირებმა და პროპუტინისტურმა ძალებმა მოაწყეს, ამ ტრაგედიის შემდეგ რაც მოხდა გუშინ, გარდაცვალება ჟურნალისტის, ამ საზიზღრობის შემდეგ, რაც მოაწყვეს ამის შემდეგ ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროპაგანდის თვალსაზრისით ივანიშვილის რეჟიმმა, ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პარლამენმა შეიძლება შეასრულოს, არის ღარიბაშვილის გადაყენება. თუ ეს არ ხდება და ამის წინაპირობებს ვერ ვხედავთ და ჯერ-ჯერობით ვერანაირს ვერ ვხედავთ, მაშინ ამ პარლამენტში ნამდვილად არ არის დემოკრატიული ოპოზიციის ნაწილი.

ამრიგად, მინდა მოვუწოდო ჩვენ პარტნიორებს, რომელთანაც ადრეც გვქონია უთანხმოება, მაგრამ ეხლა ეს უნდა დავივიწყოთ, ეხლა, ერთადერთი რამ, რაც ამ შენობაში შეიძლება მოხდეს, არის ღარიბაშვილის გადაყენება, მიუხედავად იმისა, რომ ძირი ამ უბედურებისა არის ივანიშვილში და მის გარემოცვაში, მინიმუმ ეს მაინც უნდა მოხდეს ეხლა ამ პარლამენტში. თუ ეს არ ხდება, მაშინ ამ ვითარების შედარებით ნორმალიზაციის, რომ პარლამენტი ფუნქციონირებს, ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს არავინ, არცერთმა ძალამ, რომლისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ძვირფასი. ეს უნდა გაირკვეს ძალიან სწრაფად.

ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს ეს პარლამენტი და ვითარება უნდა იყოს მკაფიო ჩვენი ქვეყნის შიგნით ყველა მოქალაქისათვის და ქვეყნის გარეთ საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი პარტნიორისათვის“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42