მთავრობის სხდომის შემდეგ ვიცე პრემიერს, თეა წულუკიანს ჟურნალისტმა ჰკითხა: "როდესაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები საუბრობდნენ ღირსების მარშის ჩატარების აუცილებლობაზე, რადგან ესაა კონსტიტუციური უფლება, თქვენ ამბობთ, რომ ისინიც პროვოკაციაში იყვნენ გახვეული?"
აღნიშნულმა წულუკიანის გაბრაზებ გამოიწვია და ჟურნალისტს მიმართა:
"შეწყვიტეთ ჩემი და ამ ქვეყნის დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით, რადგან ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ორიენტაციას - ესაა ევროატლანტიკური ორიენტაცია.
თქვენ, ყოველთვის იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც ღიად დადგა პროვოკაცია, ჩემთვის სამწუხაროდ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი თანამშრომლისთვის ლგბტ თემი და მისი ინტერესები გამოიყენა საკუთარი ბინძური პოლიტიკური თამაშისათვის. თქვენ ყოველთვის აშინებთ ქართველებს უცხოელებით, ამით დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს. ამიტომ შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით", - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები