ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ბრიფინგსა და განცხადებებს ეხმაურება.
დამენიას თქმით, საკუთარი განცხადებებით ღარიბაშვილმა ფაქტიურად ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხსა და ტელევიზიებს პროპუტიმურ ძალებზე დაყრდნობით.
დამენიამ აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 5-6 ივლისის მოვლენები იყო ხელისუფლების მოწყობილი.
„დღეს ღარიბაშვილმა ფაქტიურად ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ტელევიზიებს, პროპუტინურ ძალებზე დაყრდნობით, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 5 ივლისი იყო პირდაპირ მთავრობის მოწყობილი და ამისათვის ღარიბაშვილმა და მთელმა მისმა გუნდმა უნდა აგოს პასუხი, საქართველოს მათთან ერთად განვითარება არ უწერია, საქართველოს საზოგადოებამ ყველაფერი უნდა ქნას, რათა რაც შეიძლება მალე მოშორდეს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტები და კაციჭამიები საქართველოს“ - განაცხადა დამენიამ.
მასალის გამოყენების პირობები