სირცხვილია, რომ 5 ივლისის შემდეგ გომელაური თავს მინისტრად მიიჩნევს - ელისაშვილი
პოლიტიკა - 11:57, 12 Jul, 2021     781

"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, როცა შს მინისტრი ქუჩაში ვერაფერს აკონტროლებს, უნდა წავიდეს. მისი შეფასებით, სირცხვილია, რომ 5 ივლისის მერე გომელაური თავს ისევ მინისტრად მიიჩნევს. რაც შეეხება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, ელისაშვილის განცხადებით, საჭიროა საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვა:

„ამ ეტაპზე ყველას გვჭირდება პასუხი კითხვაზე - რა გახდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, სანდო პასუხი გვინდა და არა ის, რაც მოიფიქრეს ან მოიფიქრებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან ექსპერტიზის ბიუროში. გვინდა, სანდო და ნამდვილი პასუხი. იმისათვის, რომ სანდო პასუხი მივიღოთ, აუცილებელია, გამოძიებაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ, რაც პროცესს სანდოს გახდიდა.

ეს ამბავი ორად უნდა გავყოთ, რათა ზედმეტი კუდები არ ედებოდეს არც ერთ საკითხს. მეორეა, გარდაცვალების ამბავი. იმისათვის, რომ გარდაცვალების ამბავზე არ იყოს ჭორები და სიბინძურეები, ნამდვილი პასუხი გვინდა, რის შედეგად გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. 5 ივლისი არის ცალკე საკითხი, სადაც ათეულობით ჟურნალისტზე, ოპერატორსა და ფოტოგრაფზე იძალადეს მიზანმიმართულად. გავეშებული ადამიანების ერთი ჯგუფი დასდევდა მეორე ადამიანების ჯგუფს, ამას სჭირდება რეალური გამოძიება და ყველას დასჯა. სირცხვილია, რომ 5 ივლისის შემდეგ გომელაური თავს მინისტრად მიიჩნევს. როცა ქუჩაში ვერაფერს აკონტროლებ, უნდა ინამუსო და წახვიდე”,- განაცხადა ელისაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42